„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019433
367
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
300160070.10.003.019433
„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №367

2016 წლის 28 ივლისი

   ქ. თბილისი

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/08/2015, 300160070.10.003.018807) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.   მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე არსებულმა ნაგავსაყრელებმა, რომლებსაც არ აქვთ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა, მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში,  უზრუნველყონ ნაგავსაყრელების ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმის წარდგენა   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ამ ტექნიკური რეგლამენტის VI თავის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გარემოს დაცვას, ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის პროცესში ნარჩენების მასის ზედაპირზე მიწის დაყრით;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის 35-ე მუხლის ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ნაგავსაყრელი გადაფაროს ყოველდღიურად მიწის საფარით +5˚C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში, ხოლო +5˚C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში - სულ მცირე, 3 დღეში ერთხელ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი