„სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.019424
360
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
010220020.10.003.019424
„სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №360

2016 წლის 28 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „სახელმწიფო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2015,  010220020.10.003.018389) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტის:

1. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ალექსანდრე ჯეჯელავა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე);“.

2. „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მანანა რატიანი - სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე;“.

3. „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) გრიგოლ მურღულია - შპს „ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის“ სკოლის დირექტორი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი