„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019422
358
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
040030000.10.003.019422
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №358

2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 040030000.10.003.016666) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  21-ე  პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე და 23-ე პუნქტები:

„22. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ამ დადგენილების დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხის მე-7 პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა განხორციელდეს 10 დღის ვადაში. ამ დადგენილების დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუსხის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცნობების მომზადება-გაცემისათვის ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურია 5 ლარი.

23. ამ დანართის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის არასრულად მიწოდებისას, ეროვნული არქივი დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს უსასყიდლოდ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი