დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.023.016391 |
|
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №71 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 20/09/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016196) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
,,მუხლი 11. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან იურიდიული მიმართულებით; ბ) საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) ინგლისური ენის (ვერბალური კომუნიკაციის დონეზე) და რუსული ენის ცოდნა; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად) ცოდნა. |
2.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი 1. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო, იურიდიული ან ტექნიკური მიმართულებით; ბ) საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის 1-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებით დამტკიცებული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №32 ბრძანებით დამტკიცებული დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №33 ბრძანებით დამტკიცებული დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №38 ბრძანებით დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერის, ტექსტის ანალიზის და მეტყველების მაღალი დონე); ვ) სასურველია რუსული ენის (ვერბალური კომუნიკაციის დონეზე) ცოდნა; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად) ცოდნა. 2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო ან ტექნიკური მიმართულებით; ბ) გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №31 ბრძანებით დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №28 ბრძანებით დამტკიცებული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №32 ბრძანებით დამტკიცებული დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის №33 ბრძანებით დამტკიცებული დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივნისის №38 ბრძანებით დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №24 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების (ვერბალური კომუნიკაციის დონეზე) ცოდნა; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office Word – კარგად, Excel – კარგად, Power Point – კარგად) ცოდნა. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები