გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის, გარე ვაჭრობის უფლების საფასურისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის, გარე ვაჭრობის უფლების საფასურისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016291
27
29/07/2016
ვებგვერდი, 02/08/2016
010250050.35.161.016291
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის, გარე ვაჭრობის უფლების საფასურისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2016 წლის 29 ივლისი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის, გარე ვაჭრობის უფლების საფასურისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, გარდაბნის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი და გარე ვაჭრობის უფლების საფასური დანართი  1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნებართვის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირაფი ორუჯოვი