„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2016
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016251
17
29/07/2016
ვებგვერდი, 02/08/2016
010260020.35.165.016251
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2016 წლის 29 ივლისი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 28/07/2014, 010260020.35.165.016137) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 36-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე1 „ პუნქტი და   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) გამგეობის მოხელე გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.“

2. ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. გამგეობის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება

1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ე.ვ1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.

2. გამგეობის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, გამგეობის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს /გამგეობას/ − გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 ივლისიდან.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული