,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2016
ძალაში შესვლის თარიღი 29/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 23/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016183
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
29/07/2016
ვებგვერდი, 02/08/2016
010250020.35.131.016183
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის N10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/08/2016 - 22/08/2016)

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №11

2016 წლის 29 ივლისი

ქ. ქობულეთი

 

,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილებაში  და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის  ,,ე.ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ვ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით  ან/და  კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“ .

მუხლი 2
 შევიდეს ცვლილება ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 სექტემბრის №10 დადგენილებაში  და მე-10 მუხლის  მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ პუნქტი:

,,გ.ე)  ახორციელებს საქართველოს კანონით ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“    განსაზღვრულ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვა, თუ ბავშვი სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაიბადა. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვა, პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში,  გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის ადგენს პირის გარდაცვალების დამადასტურებელ დოკუმენტს ოქმს.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე