დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.112.016275 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №22 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 18/08/2014) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. წარმომადგენელი ვალდებულია: ა) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან ერთი თვის ვადაში მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს (სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო); ბ) თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ შეადგინოს, გაცეს ოქმი და პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გააგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში (სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები