„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 354
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120160010.10.003.019419
354
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
120160010.10.003.019419
„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №354

2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2015,  120160010.10.003.018633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების:

1. მე-3  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვას, სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნას, აღრიცხვიდან მოხსნილი პირის ხელახალ სამხედრო აღრიცხვას, რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვას, კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეული.“.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეები, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები იმყოფებიან შესაბამისი ორგანოს სპეციალურ აღრიცხვაზე.“.

3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურე;“.

4. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამწვევ კომისიაზე წვევამდელთა გამოძახება ხდება როგორც პერსონალურად უწყების ჩაბარებით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეტყობინების განხორციელებით. წვევამდელს უწყება შეიძლება ჩაბარდეს რეგისტრაციის ადგილის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის მისამართებზე ან სტრუქტურული ერთეულისთვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე. წვევამდელთა გამოძახების ფორმის შერჩევისას, სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელობს მოქალაქის მიერ შევსებული საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადის ფორმაში (დანართი №7) მითითებული მონაცემებით.“.

5. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ წვევამდელის სამედიცინო შემოწმების შემდეგ სამხედრო ნამსახურების ბარათსა და წვევამდელთა სახელობით სიაში კეთდება აღნიშვნა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის მითითებით.

7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შერჩევის შემდეგ წვევამდელის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის მიერ წვევამდელთა სახელობით სიაში (დანართი №12) კეთდება სათანადო ჩანაწერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი