„საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.019417
352
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
480140000.10.003.019417
„საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №352

2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2016 წლის 18 ივლისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს  სლოვენიის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი