ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016193
  • Word
211
22/07/2016
ვებგვერდი, 01/08/2016
000000000.00.101.016193
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №211

2016 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ვაკის რაიონში გაგრძელდეს ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                    გიორგი ალიბეგაშვილი