ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ვაზის ქუჩასთან არსებული უსახელო სამი გასასვლელისთვის ვაზის I, II და III გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ვაზის ქუჩასთან არსებული უსახელო სამი გასასვლელისთვის ვაზის I, II და III გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016196
  • Word
214
22/07/2016
ვებგვერდი, 01/08/2016
000000000.00.101.016196
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ვაზის ქუჩასთან არსებული უსახელო სამი გასასვლელისთვის ვაზის I, II და III გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №214

2016 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ვაზის ქუჩასთან არსებული უსახელო სამი გასასვლელისთვის ვაზის I, II და III გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში  ვაზის ქუჩასთან არსებულ უსახელო სამ გასასვლელს მიენიჭოს ვაზის I, II და III გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                    გიორგი ალიბეგაშვილი