დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N28/34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13/24 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016310 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1247 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №28/34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.01.2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016285) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 23 806.9 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 24 977.6 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 5 626.9 ათ. ლარით; ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 0.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.გ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 5 366.9 ათ. ლარი; ა.დ) სარეზერვო ფონდი 150.0 ათ. ლარით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებულის დანართის: ბ.ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ.ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; ბ.გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 21 306.9 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 12 500,0 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.ე) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 626.9 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16 748.9 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.ზ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 530.3 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 030.3 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 500.0 ათ. ლარის ოდენობით.
ბ.თ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ბ.ი) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი და პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები). კერძოდ, ქუჩების ორმოულ შეკეთებას, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის მიმდებარე გზის მოხრეშვა-დაგრეიდერებას, შუქნიშნების მოვლა-პატრონობას, საგზაო ნიშნების მოწყობას (ქუჩების მონიშვნა ნიტრო საღებავით). ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობის პროექტირებას (ფარნავაზ მეფისა და კოსტავას ქუჩის ნაწილი), ასევე აღმაშენებლის ქუჩისა და რუსთაველის რკალის ტროტუარის რეაბილიტაციას, რკინიგზის სადგურის მიმდებარე მოედნისა და ხიდის ასფალტირების მოწყობას, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროექტირებას, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციას (ფასადების შეფუთვა და მანსარდის მოწყობა), ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათებისა და მინათების მოწყობას (ხიდები, ს/სახლები და ძეგლები, სანაპირო ზოლი), გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობას, დასუფთავების ღონისძიებებს, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, დახურული სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას, 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაციის პროექტირებას, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, სკვერებსა და პარკებში სკამების მოწყობას, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის მისასვლელი გზის) რეაბილიტაციას, მრავალბიანიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობას, გამწვანების სამუშაოებს და სხვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ფოთში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ასფალტის საფარის ორმოული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. კერძოდ, ხელს შეუწყობს არსებულის შენარჩუნებას მიმდინარე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების კვალობაზე. ასევე დაგეგმილია აღმაშენებლის ქუჩისა და რუსთაველის რკალის ტროტუარის რეაბილიტაცია, ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობის პროექტირება (ფარნავაზ მეფისა და კოსტავას ქუჩის ნაწილი), ქუჩებისა და სანაპირო ზოლის მიმდებარე გზის მოხრეშვა-დაგრეიდერება, რკინიგზის სადგურის მიმდებარე მოედნისა და ხიდის ასფალტირება, შუქნიშნების მოვლა-პატრონობა, საგზაო ნიშნების მოწყობა (ქუჩების მონიშვნა ნიტრო საღებავით). ბ.კ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის 1.2 და 1.2.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაცია (ფასადების შეფუთვა და მანსარდის მოწყობა), მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროექტირების და ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები, ჩამდინარე წყლების მართვის, არსებული ქსელის მოვლა-შენახვის, დახურული სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია-რეაბილიტაციის, გარე განათებისა და სატუმბი სადგურების მოვლა-პატრონობის და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველების იზოლირება. 1.2.1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციის (ფასადების შეფუთვა და მანსარდის მოწყობა), მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის, სახურავების მიმდინარე შეკეთების, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროექტირების, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. ბ.ლ) მე-18 მუხლის მეორე პუნქტის 2.1.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2.1.4 სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია-მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 05) ქალაქში არსებობს რამოდენიმე მინი სპორტული მოედანი, რომელსაც საკმაოდ აქტიურად იყენებენ ახალგაზრდები თავისუფალი დროის ნაყოფიერად გასატარებლად. ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზს. ბ.მ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით :
|
მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების თანახმად: |
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 11 ივლისის №560 ბრძანების „2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად:
|
ა)
შემცირდა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ ხარჯი 1,2 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების” ხარჯი. |
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 12 ივლისის №563 ბრძანების „2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შემცირდა „რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის“ „სხვა ხარჯები“ 35,0 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სუბსიდიების” ხარჯი. |
3.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ივლისის №577 ბრძანების „2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად: |
ა)
შემცირდა „ბინათმშენებლობის“ „არაფინანსური აქტივების კლება“ 115,2 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „სხვა ხარჯები“. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 27 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები