,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისი N582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისი N582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016396
50
29/07/2016
ვებგვერდი, 01/08/2016
120010000.22.026.016396
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისი N582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №50

2016 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისი №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება სადისციპლინო წესდებით და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებით.”.

2. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე მოვალეობის შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი/თანამდებობრივი სარგო.”.

მუხლი 2
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის №45 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდეს  2016 წლის 27 ივლისიდან.

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 4 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ებრალიძე