დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016286 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №980 და 2016 წლის 1 ივლისის №1247 განკარგულებების საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.104.016259) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
გაიზარდოს:
|
ა.ა)
ბიუჯეტის შემოსულობების „ქონების გადასახადის“ მუხლი 90.0 ათასი ლარით;
|
ა.ბ)
ბიუჯეტის გადასახდელების „სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთჯერადი და პროგრამული დახმარებების“ მუხლი (კოდი 06 03 03) – 40.0 ათასი ლარით;
|
ა.გ)
ბიუჯეტის გადასახდელების „ა(ა)იპ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის” (კოდი 03 02 04) მუხლი – 50.0 ათასი ლარით;
|
ა.დ)
„სკოლამდელი განათლების დაფინანსების“ (კოდი 04 01) „სუბსიდიების“ ქვემუხლი –
30.0 ათასი ლარით.
|
ბ)
ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების თანხის – 76,0 ათასი ლარის გათვალისწინებით, შემცირდეს ბიუჯეტის გადასახდელების:
|
ბ.ა)
„გზების და ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათი მოვლა-შენახვის“ მუხლის (კოდი 03 01) „არაფინანსური აქტივების ზრდის“ ქვემუხლი –
28.5 ათასი ლარით;
|
ბ.ბ)
„მუნიციპალიტეტის გამგეობის“ (კოდი 01 02) „არაფინანსური აქტივების ზრდის“ ქვემუხლი 47.5 ათასი ლარით.
|
გ)
შემცირდეს „მუნიციპალიტეტის გამგეობის“ მუხლის (კოდი 01 02) „არაფინანსური აქტივების ზრდის“ ქვემუხლი –
30.0 ათასი ლარით.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 3.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10 790,3 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3001,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გრანტები
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7 559,3 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 230.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7081.7ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3 827,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
2.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 89.0 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ათასი ლარით.
|
მუხლი 11.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარით.
|
მუხლი 12.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარით.
|
მუხლი 13.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი |
გაუთვალისწინებელი გადასახდელების მიზნით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1.
.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 178.0 ათასი ლარი მიიმართოს:
|
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100.0 ათასი ლარი;
|
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურისშესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 78.0 ათასი ლარი;
|
2.
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთ გადანაწილება.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00); |
ა)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: მუნიციპალური გზების და ხიდ-ბოგირების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, გარე განათების ქსელის, სკვერების, პარკების, გამწვანების ობიექტების, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაცია, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა სპორტული მოედნები, დაფინანსდება კეთილმოწყობის სამუშაოები. |
ა)
გზების და ხიდების მშენებლობა რეაბილიტაცია, მათი მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდებამუნიციპალური გზების და ხიდ-ბოგირების შენახვა-რეაბილიტაციის სამუშაოები. |
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია. |
ბ.ა)
საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, ფასადების შეღებვა და ტერიტორიების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ქ. წალენჯიხაში და ქ. ჯვარში არსებულისაცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის და მიდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობის სამუშაოები. |
ბ.ბ)
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ქსელის მოწყობის, არსებული ქსელის რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის დაექსპლოატაციის ხარჯები. |
ბ.გ)
ა(ა)იპ –
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური (პროგრამული კოდი 03 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. წალენჯიხის და მუნიციპალიტეტის თემების დასუფთავების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის. ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ეზოებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის, ქუჩების, პარკების, სკვერების და სხვა ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავების ღონისძიებები. |
ბ.დ)
ა(ა)იპ – ქ. ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური (პროგრამული კოდი 03 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. ჯვარის დასუფთავების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის. მუნიციპალიტეტის საცხოვრებელი კორპუსების ეზოებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის, ქუჩების, პარკების, სკვერების და სხვა ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავების ღონისძიებები. |
გ)
სასოფლო-სამეურნო მიწის საკადასტრო აზომვითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03)
ქვეპროგრამის ფარგლებსი გათვალისწინებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაფინანსება. |
დ)
სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ჯებირების, ხიდბოგირების და გაბიონების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
ე)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა(პროგრამული კოდი 03 05); |
ვ)
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 06)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქების ქუჩებისა და ტროტუარების აღდგენა, სკვერების პარკებისა და გამწვანების ობიექტების მოვლა-შენახვა და რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნების და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქების და თემების გაფორმება და სხვა ღონისძიებები. |
ვ.ა)
ქ. წალენჯიხის ინფრასტუქტურის განვითარების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 06 01)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის პარკის და სკვერების რეაბილიტაციას. |
ზ)
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია. |
თ)
რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 08)
ქვეპროგრამის ფარგლებშიმოხდება რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვისსაჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. |
ა)
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული 32 საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები. ქვეპროგრამა მთლიანობაში ემსახურება1200-მდე ბავშვს. |
ბ)
საჯარო სკოლების დაფინანსება(პროგრამული კოდი 04 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული საჯარო სკოლების მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსება. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათისპორტული შესაძლებლობების სრულადგამოვლინება. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი, წარმატებული სპორტსმენების წახალისება. |
ა.ა)
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება 14 სპორტული წრე, მათ შორის ჭადრაკის, ჭიდაობის, კრივის, კალთბურთის და სხვა, სადაც გაერთიანებულია 260-მდე მოსწავლე. |
ა.ბ)
ფეხბურთის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ – „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრის“ დაფინანსება, რომელიც აერთიანებს ბავშვთა საფეხბურთო 5 ჯგუფს და 100-მდე სპორტსმენს. ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი არის ბავშთა ფეხბურთის განვითარება და ნიჭიერი ფეხხურთელების აღზრდა. |
ა.გ)
ა(ა)იპ –
საფეხბურთო კლუბი „სქური“(პროგრამული კოდი 05 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფინანსდება ეროვნულ ჩემპიონატში გათამაშებაში მონაწილე პირველი ლიგის გუნდი „სქური“. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, ასევე, სადღესასწაულო დღეებში ჩატარდება გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
ბ.ა)
კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდიური წესით ფინანსდება ა(ა)იპ ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, თანამშრომლობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან, ცალკეულ ხელოვანებთან, სხვადასხვა დარგის დამსახურებულ მოღვაწეებთან, ატარებს კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში. აწყობს სახვითი დეკორატიული-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას. მომსახურებას უწევს ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნას, სახალხო დღესასწაულების აღსანიშნი ღონისძიებების ჩატარებას („გრანელობა“, „ჯარალუა“, „ტარასობა“ და სხვა). კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს ბიბლიოთეკების, მუზეუმების, კლუბების და კულტურის სახლების ფუნქციონირებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 21 ბიბლიოთეკა, მათ შორის 1 საბავშვო, 1 ცენტრალური და 19 სათემო. წლის განმავლობაში ბიბლიოთეკები ემსახურება 17 ათასამდე მკითხველს, მათ შორის 1-9 კლასის 4 ათასამდე მოსწავლეს. კოორდინაციას უწევს ტერენტი გრანელის სახელობის მუზეუმს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლეო ქიაჩელის მუზეუმს, აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას სახელობის მუზეუმს. სამუზეუმო კოლექციებში ძირითადად დაცულია მათი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალები და პირადი ნივთები.მუზეუმები სისტემატურად ღებულობენ დამთვალიერებლებს, მათ შორის უცხოელ ტურისტებსაც. მუზეუმებში ჩამოყალიბებულია ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბები, სადაც ტარდებამრავალი საინტერესო კულტურული, სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. |
ბ.ბ)
ა(ა)იპ – „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმათლებლო ცენტრის“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ – „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი”,რაც გამოიხატება შრომის ანაზღაურების და მიმდინარე ხარჯების სუბსიდირებაში. ცენტრში ფუნქციონირებს სახელოვნებო და საგანმანათლებლო განყოფილება. სახელოვნებო განყოფილებაში ისწავლება ფორტეპიანო, საგუნდო სიმღერა, ვოკალი, ფოლკლორი და მუსიკალური ლიტერატურა. სწავლის ხანგრძლივობაა 6 წელი. ბავშვთა რაოდენობა სახელოვნებო განყოფილებაში შეადგენს 152 აღსაზრდელს. საგანმანათლებლო განყოფილებაში ფუნქციონირებს 13 წრე: ინგლისური ენის, მგალობელთა, ხატვის, ვოკალური, სამეჯლისო, უნარჩვევების, მხატვრული კითხვის, ლიტერატურის, რუსული ენის, თექის, კომპიუტერის შემსწავლელი, თეატრალური და ქორეოგრაფიული წრეები. საგანმანათლებლო განყოფილების წრეებში სწავლობს 160 მოსწავლე. წრეებში სწავლის საფასური არის 5 დან 15 ლარამდე. ცენტრის აღსაზრდელები მონაწილეობენ შიდასასკოლო, რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში. ცენტრი ზრუნავს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენასა და წარმოჩინებაზე, მათ დახმარებაზე პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში, მუსიკალური კარიერის გაგრძელებაში. |
გ)
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ცენტრების მეშვეობით, დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში, ასევე, ფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების სხვადასხვა ღონისძიებებზე მგზავრობის, სტუდენტური დღეების და მხიარული სტარტების ხარჯები. |
დ)
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05.04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: საგანმანათლებლო, აღზმრდელობით და საგანმანათლებლო-აღზმრდელობით დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; საგანმანათლებლო, აღზმრდელობით და საგანმანათლებლო-აღზმრდელობით დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაციას და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტ აღრიცხვას, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწას და გაუმჯობესებას; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივ შემცირებას მისი კონტროლის გზით; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობას და მათზე სწრაფ რეაგირებას, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას; არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან ჯანმრთელობის დაცვას მოსახლეობის ინფორმირების გზით. |
ბ)
ამბულატორიების და პოლიკლინიკების პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებულ პაციენტთა სტაციონალური მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსებას; „საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ სახელმწიფო დიაგნოსტიკის კომპონენტით გათვალისწინებული კვლევების თანადაფინანსებას; გადაუდებელი ოპერაციებისას პაციენტების თანადაფინანსებას, უნარშეზღუდულ პირთა ფინანსურ დახმარებას; ფსიქიკურად დაავადებულ ავადმყოფთა სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯების და ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტების შეძენის დაფინანსებას; თირკმლის დიალეზზე მყოფი ავადმყოფების ტრანსპორტირების დაფინანსებას. |
გ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
გ.ა)
სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯები) (პროგრამული კოდი 06 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახზე – 100 ლარი, ომის ვეტერანის ოჯახზე – 250 ლარი. |
გ.ბ)
ვეტერანთა საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტარანების მორალური და ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებები. |
გ.გ)
გაჭირვებულ ოჯახთა ერჯერადი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 03 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების მატერიალური დახმარება, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და პენსიონერი მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 200 ლარის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 100 ლარის ოდენობით. |
გ.დ)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (უფასო სასადილო) (პროგრამული კოდი 06 03 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 220 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა, მათ შორის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების კვებით უზრუნველყოფა. |
გ.ე)
მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალური დახმარება, თითოეულ ბავშვზე 30 ლარის ოდენობით (165 ოჯახი, 500 ბენეფიციარი). |
დ)
ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 04)
პროგრამაში გათვალისწინებულია ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 500 ლარამდე თანხის ოდენობით. |
ე)
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 05)
პროგრამაში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება ფულადი ან/და მატერიალური ფორმით არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობისა. |
თავი III
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 17.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები