დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 348 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.019413 |
348
27/07/2016
ვებგვერდი, 27/07/2016
470230000.10.003.019413
სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ1“, „ჩ1“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
|
| მუხლი 1 |
საზღვარგარეთიდან პაციენტ ანა ავალიანის (დაბ. 26/08/2009, პ/ნ: 12950002076) სამედიცინო მომსახურების (პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება) დაფინანსება განხორციელდეს არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის პირობები განისაზღვროს შემდეგი სახით:
1. ვაუჩერის მიზნობრიობა – პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება საქართველოში. 2. ვაუჩერის ღირებულება – 25 500 (ოცდახუთი ათას ხუთასი) ევროს ეკვივალენტი ლარი. 3. ვაუჩერის ანაზღაურება ხორციელდება ერთჯერადად, შესაბამისი სამედიცინო ტრანსპორტირების განმახორციელებელ კომპანიასთან თანხის გადარიცხვის გზით. 4. ვაუჩერის განაღდებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. |
| მუხლი 2 |
მოქალაქე ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
|
| მუხლი 3 |
ვაუჩერი დაფინანსდეს „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, საბიუჯეტო სახსრებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, იანვარ-მარტის თვეებში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიიდან.
|
| მუხლი 4 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, განახორციელოს აღნიშნული სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი ცვლილებები.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 27 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები