დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53/2016 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 27/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016292 |
53/2016
27/07/2016
ვებგვერდი, 28/07/2016
010190020.15.008.016292
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიული სიით წარდგენილმა და წინასწარი მონაცემებით სავარაუდოდ ამ სიით არჩეულმა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა, რომლებიც იმავდროულად წარდგენილ იყვნენ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში და ვერ გაიმარჯვეს, შეუძლიათ აღარ გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება, ვინაიდან აღნიშნული შემოწმების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მათ მიერ საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად წარმოდგენილი იყო ცესკოში.
|
| მუხლი 2 |
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ, შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საარჩევნო კომისიაში ერთ ცალად. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცნობის წარდგენის შემთხვევაში, კომისიის მიერ დამოწმებული ასლი ეგზავნება ცესკოს, ხოლო ცესკოში წარდგენის შემთხვევაში –
შესაბამის საოლქო სააარჩევნო კომისიას.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები