ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1346
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021822
  • Word
1346
07/07/2016
ვებგვერდი, 28/07/2016
000000000.00.003.021822
ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №134 6

2016 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეცეს უფლება , უხვთოვლიანობის და ხშირი წვიმების შედეგად დაზიანებული ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ომალოდან 5 მიმართულებით არსებული სოფლების: ომალო-დართლო-გირევის, ომალო-შენაქო-დიკლოს, ხისო-შტროლთა-ჟველურთა-ხახაბოს, ომალო-დოჭუ-ჯვარბოსელი-წოვათას, ილურთა-ვესტომთა-ვესტმოს დამაკავშირებელი გზების სავალი ნაწილების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდის და ახალი მონაკვეთების გაყვანის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად, 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი