დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"კომუნალური მეურნეობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 955 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 18/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.140.000.05.001.000.259 |
საქართველოს კანონი
„კომუნალური მეურნეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. “კომუნალური მეურნეობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 7 მარტის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995 წ.წ., №№23-26, მუხ. 546) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. სათაურსა და ტექსტში სიტყვები “საქართველოს რესპუბლიკის” შეიცვალოს სიტყვით “საქართველოს”, ხოლო სიტყვა “კომუნალური” – სიტყვით “საბინაო-კომუნალური”.
2. პრეამბულის პირველ აბზაცში სიტყვები “საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების” შეიცვალოს სიტყვით “კანონმდებლობის”.
3. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
4. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობა საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან”.
5. მე-2 მუხლში სიტყვის “კომუნიკაციების” შემდეგ დაემატოს სიტყვა “ტექნიკური”.
6. მე-5 მუხლის პირველი წინადადება და “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. “საერთო ტექნიკურ პოლიტიკას საბინაო-კომუნალური მეურნეობის დარგში ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, რომლის კომპეტენციაშია:”.
“დ) ტერიტორიული ერთეულების საბინაო-კომუნალური მეურნეობის ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის პერიოდულად გაცნობა-შესწავლა, სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება მათ საქმიანობაში გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოსასწორებლად, საექსპლუატაციო წესებისა და ნორმების დადგენა”.
მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ე” და “ვ” ქვეპუნქტები:
“ე) საბინაო-კომუნალური მეურნეობის ტექნიკური ექსპლუატაციისა და რემონტის ორგანიზაციის საკითხების გადაწყვეტა და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი ბაზის შექმნა;
ვ) ბინის ქირისა და საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე, სხვადასხვა სახის კომუნალური მომსახურების სფეროში სატარიფო პოლიტიკისა და განაკვეთების დადგენის შემუშავებაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.
7. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 6. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვა
საბინაო-კომუნალური დანიშნულების ობიექტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმატივებისა და წესების დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.
8. მე-7 მუხლში სიტყვები “სახელმწიფო ბიუჯეტის” შეიცვალოს სიტყვებით “ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების”, ხოლო სიტყვები “მათი ერთობლიობა ქმნის კომუნალური მეურნეობის ფონდს, რომელიც გამოიყენება დარგის სამსახურების განვითარებისათვის” ამოღებულ იქნეს.
9. მე-4 თავის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები “და ამ მიზნით მიწის გამოყოფა-გამოყენება”.
10. ამოღებულ იქნეს მე-7 თავი.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 16 ოქტომბერი.
№955–Iს
დოკუმენტის კომენტარები