„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0716/26-1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 26/07/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0716/26-1
26/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

საქართველოს ფინანსურის მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №0716/26-1

2016 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ამოღებულ იქნეს ნომრები 38 და 286.

2. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №1 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომერი 139 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართში მოცემული რედაქციით.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ვ. ხასაშვილი

 

დანართი

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა თალიბანში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/

მოქალაქეობა)

ფსევდონიმი(ები, ზედმეტი სახელი(ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

139

სახელები:

1. რაჰმათულლაჰ (RAHMATULLAH)

2. შაჰ ნავაზ (SHAH NAWAZ)

 

ტიტული:

პილიგრიმი მექაში

 

დაბ.თარიღი:

ა) 1981

ბ) 1982

დაბ.ადგილი: შადალ (შადაალ) ბაზარი, აჩინის რაიონი, ნანგარჰარის პროვინცია, ავღანეთი (Shadal (variant Shadaal) Bazaar, Achin District, Nangarhar Province, Afghanistan)

 

ეროვნება/მოქალაქეობა:

ავღანელი

ა) ქარი რაჰმათ (Qari Rahmat)

 

ბ)კარი რაჰმათ  (Kari Rahmat)  

 

 

პასპორტის მონაცემები:

პირადი ნომერი:

 

ა) სოფელი კამკაი, აჩინის რაიონი ნანგარჰარის პროვინცია, ავღანეთი (Kamkai Village, Achin District, Nangarhar Province, Afghanistan)

ბ) სოფელი კამკაი, აჩინის რაიონი ნანგარჰარის პროვინცია, ავღანეთი (Kamkai Village, Achin District, Nangarhar Province, Afghanistan)

 

გ) სურხელის სოფელი, აჩინის რაიონი, ნანგარჰარის პროვინცია, ავღანეთი (Surkhel village, Achin District, Nangarhar Province, Afghanistan)

დ) ბატანის სოფელი, აჩინის რაიონი, ნანგარჰარის პროვინცია, ავღანეთი (Batan village, Achin District, Nangarhar Province, Afghanistan)

21.08.14.

ფიზიკური დახასიათება:

თვალის ფერი: ყავისფერი;

თმის ფერი: შავი;

წონა: 77-81 კგ;

სიმაღლე: 178 სმ, მოკლედან საშუალო სიგრძის წვერი, მოკლე შავი თმა.

მიეკუთვნება შინვარის ტომს, სეფაჰის ქვეტომს. (Shinwari tribe, Sepahi sub-tribe)

თალიბანის სამხედრო მეთაური 2010 წლის თებერვლიდან. თალიბანის სახელით აგროვებს გადასახადებს და თანხებს 2015 წლის აპრილიდან. დაკავშირებულია ავღანეთის ნანგაჰარის პროვინციაში მოქმედ თალიბანის მებრძოლებთან და უზრუნველყოფს მათ ინფორმაციით, რჩევებით, საცხოვრებლით და იარაღით. მის მიერ განთავსებულ იქნა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები (IED) და განხორციელდა ტერორისტული თავდასხმები უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) და ავღანეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

დაკავშირებულია ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და ჰეროინის ლაბორატორიის მუშაობასთან აბდულხელის სოფელში, აჩინის რაიონში, ნანგარჰარის პროვინციაში, ავღანეთში. (Abdulkhel village, Achin district, Nangarhar province, Afghanistan)