დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის“ დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 339 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.10.003.019412 |
|
„საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის“ დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული პრინციპების განსამტკიცებლად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის“ ეროვნული სამოქმედო გეგმა (შემდგომში - ეროვნული სამოქმედო გეგმა). |
| მუხლი 2 |
1. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
2. ეთხოვოთ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ჩართულ სხვა უწყებებს კოორდინირებული თანამშრომლობა, ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების განხორცილებისათვის. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წ.წ.) პროექტისა და „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2014-2015 წლების შესრულების ანგარიშის“ მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №1138 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ძალაში შესვლისთანავე.
|
|
საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის
|
მოქმედების სფერო I: მონაწილეობა
მიზანი 1: ქალთა გაზრდილი მონაწილეობა უსაფრთხოების სექტორში |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები