დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 341 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.10.003.019401 |
|
მუხლი 1 |
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად საქართველოს სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ღონისძიებების განხორციელების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა (შემდგომში – სამოქმედო გეგმა).
|
მუხლი 2 |
1. სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელების მიზნით:
ა) დაევალოს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოს (შემდგომში – საუწყებათაშორისო საბჭო) სახელმწიფო უწყებების/დაწესებულებების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების კოორდინაცია და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა; ბ) ეთხოვოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, სახელმწიფო უწყებების/დაწესებულებების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ასევე სამოქმედო გეგმის 4.1.1 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ეთხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოებს სამოქმედო გეგმის 1.1.5, 2.5.1-2.5.2 და 2.7.1 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ეთხოვოთ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაში მონაწილეობა; ე) ეთხოვოს ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხზე სამუშაო ჯგუფს სამოქმედო გეგმის 1.3.5 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) ეთხოვოთ მუნიციპალიტეტის ორგანოებს, სამოქმედო გეგმის 1.1.1.10, 1.1.1.11 და 1.2.2.1 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობა. 2. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულმა სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ კვარტალური ანგარიშები წარუდგინონ საუწყებათაშორისო საბჭოს.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წწ.) პროექტისა და „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2014-2015 წლების შესრულების ანგარიშის“ მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №1138 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ძალაში შესვლისთანავე.
|
|
|
მიმართულება I: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია
|
მიზანი 1: სახელმწიფო სტრუქტურებში დანერგილია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ სოციალური ნორმების, დამოკიდებულებების და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული პრევენციის ხელშემწყობი მექანიზმები
ინდიკატორები: 1: სახელმწიფო სტრუქტურების %, რომელმაც შეიმუშავა პრევენციის მექანიზმები საბაზისო: 0% საბოლოო: 100%
2 : პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა საბაზისო: 2013–2015 წლებში ჩატარდა 88 ტრენინგი/შეხვედრა 7 779 მონაწილით1 საბოლოო: 10% ზრდა
3: იმ შემთხვევების % რაოდენობა, რომლებზეც ჩატარდა გამოძიება და იმ პირთა რაოდენობა, რომელთა მიმართაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საბაზისო: 2015 წელს სსკ-ის 11 პრიმა მუხლზე მითითებით 168 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო სსკ-ის 126 პრიმა მუხლით 760 ფაქტზე დაიწყო გამოძიება; სსკ 11 პრიმა მუხლში მითითებულ დანაშაულებრივ ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 288 პირის, ხოლო 126 პრიმა კვალიფიკაციით არსებული ფაქტებიდან 728 პირის მიმართ საბოლოო: 5% ზრდა
4: შემაკავებელი და დამცავი ორდერების % მაჩვენებლის ცვლილება საბაზისო: 2015 წელი – 25982 შემაკავებელი ორდერი, დამცავი ორდერი – 1733. საბოლოო:შემაკავებელი ორდერის მაჩვენებლის 10% ზრდა, დამცავი ორდერის – 10% ზრდა
5: პირველადი ჯანდაცვის რგოლში ტრენინგები დანერგილია პილოტურ დაწესებულებებში და ინტეგრირებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საბაზისო: 2015 წელს დატრენინგებული პირველადი ჯანდაცვის რგოლის 27 მუშაკი საბოლოო: პირველადი ჯანდაცვის რგოლის 60 მუშაკი დატრენინგებულია და პილოტური ტრენინგების შედეგებზე დაყრდნობით, ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის, დოკუმენტირების, რეფერალის და მომსახურების მიწოდების საკითხები ინტეგრირებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში
მიმართულება II: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთა მიზანი 2: საქართველოს მთავრობის მიერ უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ხორციელდება ეფექტიანად 1. ინდიკატორი: შესაბამისობაშია „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორუმის აღმოფხვრის კონვენციასთან“(CEDAW), სტამბოლის კონვენციასთან საბაზისო: მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი კონვენციების მოთხოვნათა გათვალისწინებით საბოლოო: შეესაბამება 2.ეროვნული რეფერალური მექანიზმი გაძლიერებულია მასში ჯანდაცვის და სოციალურ მუშაკების როლისა და პასუხისმგებლობის ინტეგრირებით საბაზისო: პილოტურ ტრენინგების განხორციელებაზე დაყრდნობით მომზადებულია შედეგების ანალიზი და რეკომენდაციები საბოლოო: რეკომენდაციები გამოყენებულია სტანდარტული ოპერატიული პროცედურების დახვეწის მიზნით
მიმართულება III: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დაცვა და დახმარება მიზანი 3: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები (დაზარალებულები) სარგებლობენ დახმარებისა და რეაბილიტაციის შესაბამისი/მიზნობრივი მომსახურებებით ინდიკატორი: 1. თავშესაფრების რაოდენობის ზრდა საბაზისო : 3 თავშესაფარი საბოლოო: 4 თავშესაფარი
ინდიკატორი 2. ცხელი ხაზის განვითარება საბაზისო: არსებობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საბოლოო: ფარავს სექსუალური ძალადობის საკითხებს
ინდიკატორი 3. კრიზისული ცენტრის არსებობა საბაზისო: არ არსებობს საბოლოო: 1კრიზისული ცენტრი ინდიკატორი 4. სპეციფიკური მომსახურებების არსებობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის საბაზისო: არ არსებობს საბოლოო: შექმნილია
მიმართულება IV: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) მონაწილეობა მიზანი 4: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები ჩართულნი არიან შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ინდიკატორი: პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავების პროცესში მონაწილე მსხვერპლთა/დაზარალებულთა რაოდენობა საბაზისო : 0 საბოლოო: მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა: არანაკლებ 10 მსხვერპლი/დაზარალებული ინდიკატორი: კანონპროექტებისა და პოლიტიკის დოკუმენტების რაოდენობა, რომლეთა შემუშავებაში ჩართული იყვნენ მსხვერპლები/დაზარალებულები საბაზისო: 0 საბოლოო: 1
1 ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013 – 2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი . 2 http://police.ge/. 3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. 4 http://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2014/11/perception-of-violence-against-women-and-domestic-violence-in-tbilisi. 5 http://georgia.unwomen.org/ka/digital-library/publications/2014/11/perception-of-violence-against-women-and-domestic-violence-in-tbilisi. 6 პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია, მიღებული ელექტრონული ფოსტით. 7 http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/about-us/branches-and-shelters. 8 http://www.atipfund.gov.ge/images/stories/pdf/statistika/2016/statistika6.pdf. 9 http://www.atipfund.gov.ge/images/stories/pdf/statistika/2016/statistika1.pdf.
|
დოკუმენტის კომენტარები