,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016231
28
26/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
010260020.35.140.016231
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2016 წლის 26 ივლისი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, ს/კოდი: 010260020.35.140.016105) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისი მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,, ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი ტექსტი:

,,ასევე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომისიებს, მათ შორის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.“.

2. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, ქვეპუნქტი:

„ე) ახდენს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა”- ,,ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; გამგეობის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით /უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

3. დებულების 28- მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. გამგეობის ორგანოების, თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.“.

4. დებულების 28- მუხლის მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგეობის ორგანოების, თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:“.

5. დებულების 28- მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, და ,, ქვეპუნქტები:

„ე) გამგეობის კოლეგიური ორგანოს – კომისიის განკარგულება.

ვ) გამგეობის მოხელის ბრძანება.“.

6. დებულების 29- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. გამგეობის ორგანოების, თანამდებობის პირების და სხვა მოხელეების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება

1. გამგეობის ორგანოების და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში კანონით დადგენილი წესით და კანონმდებლობის შესაბამისად.

2. გამგეობის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საჩივრდება გამგებელთან და შემდგომ - სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე