დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერედვის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების ფორმისა და შევსების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.147.016147 |
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების ფორმისა და შევსების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ერედვის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობა (შემდგომ – სამუშაო აღწერილობა) არის საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი და განსაზღვრავს შესაბამისი თანამდებობის მიზანს, ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს, ანგარიშგების წესსა და პირობებსა, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საჭირო კომპეტენციებს/უნარებს.
|
| მუხლი 2 |
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების სამუშაო აღწერილობები მტკიცდება ერედვის მუნიცუპალიტეტის გამგებელის ბრძანების საფუძველზე, ხოლო ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეების სამუშაო აღწერილობები ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
|
| მუხლი 3 |
სამუშაო აღწერილობის დამტკიცება ხდება სამუშაო ანალიზის საფუძველზე, რომელსაც ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. სამუშაოს ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: თანამშრომლებთან გასაუბრება, უშუალო უფროსებთან გასაუბრება, ჯგუფური გასაუბრებები, კითხვარები/კვლევები, თანამშრომელთა დღიურები, დაკვირვება, საკითხის ექსპერტებთან გასაუბრება და სხვა.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს სამუშაო აღწერილობის ფორმა დანართი №1-ის სახით.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
სამუშაოს აღწერილობის ფორმა
|
„ვამტკიცებ“
დაწესებულების ხელმძღვანელი სახელი, გვარი 20...... წლის „ ________________ “ |
სამუშაოს აღწერილობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სახელი, გვარი, თანამდებობა ______________________________________ ხელმოწერა ______________________ თარიღი _________________________ . | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები