დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18-52 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.016302 |
|
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. შეტანილ იქნуს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 17/06/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016172) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გადაწყვეტილების მიზანი 1. წინამდებარე წესის მიღების მიზანია დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მოწესრიგება. 2. ეს წესი არ ვრცელდება დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ფიზიკური პირების, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირებისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) რელიგიური ორგანიზაციების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, უცხოეთის სახელმწიფოებისა და უცხოური თუ საერთაშორისო ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე. 3. თუ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტებზე სახელდება დასაშვებია გეოგრაფიული ობიექტის მესაკუთრე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან/და მისი დამფუძნებლის მომართვის ან/და თანხმობის შემთხვევაში.” . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები