„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18-47
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016304
18-47
22/07/2016
ვებგვერდი, 26/07/2016
010260050.35.101.016304
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18-47

2016 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებაში (ვებგვერდი matsne.gov.ge; 24/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016076) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. თბილისის მერი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლების შესაბამისად, განსაზღვრავს უფლებამოსილ პირს/პირებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი