დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 22/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/07/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170020.57.069.016090 |
9
22/07/2016
ვებგვერდი, 26/07/2016
040170020.57.069.016090
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
|
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებსა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესს“ (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) დაემატოს მე-9 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„7. გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით გაერთიანებულ ერთ ან რამდენიმე მიმწოდებელთან. ამხანაგობასთან დაკავშირებული საკითხები, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 101 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები