რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „თანადგომა“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

  • Word
რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „თანადგომა“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/07/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
431
13/07/2016
ვებგვერდი, 26/07/2016
რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის „თანადგომა“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №43 1

2016 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირის „თანადგომა“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 29-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის 66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2005 წლის 16 მარტის 138 განკარგულება და რკ საკრედიტო კავშირს „თანადგომა“ (საიდენტიფიკაციო კოდი 235894083) გაუუქმდეს არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია 5540058;

2. რკ საკრედიტო კავშირის „თანადგომა“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გოჩა ქალდანი (პირადი ნომერი 30001002613);

 3. ლიკვიდატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 16 ოქტომბრის 266 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებით;

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. 6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

5. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

6. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

ოთარ ნადარაია