,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის N42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 02/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016393
47
25/07/2016
ვებგვერდი, 27/07/2016
040030000.22.026.016393
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის N42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №47

2016 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №42 ბრძანებით (ვებგვერდი, 29/06/2016 სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016388) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესდების:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამტკიცებს ბიუჯეტს, საშტატო განრიგსა (საშტატო თანამდებობა შესაძლებელია არ იყოს სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში) და თანამდებობრივ სარგოებს;”.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ებრალიძე