სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021821
  • Word
1409
18/07/2016
ვებგვერდი, 27/07/2016
000000000.00.003.021821
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1409

2016 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების  განხორციელების თაობაზე

 

1. მიმდინარე წლის ივლისში მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განსახორციელებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 11 364 830 (თერთმეტი მილიონ სამას სამოცდაოთხი ათას რვაას ოცდაათი) ლარი, კერძოდ:

ა) ვანის მუნიციპალიტეტს – 4 985 000 (ოთხი მილიონ ცხრაას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 1 652 300 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდათორმეტი ათას სამასი) ლარი;

გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 838 000 (რვაას ოცდათვრამეტი ათასი) ლარი;

დ) ბაღდათის მუნიციპალიტეტს –  804 000 (რვაას ოთხი ათასი) ლარი;

ე) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – 785 000 (შვიდას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი;

ვ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 748 000 (შვიდას ორმოცდარვა ათასი) ლარი;

ზ) სენაკის მუნიციპალიტეტს – 736 500 (შვიდას ოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი;

თ) ხონის მუნიციპალიტეტს – 436 030 (ოთხას ოცდათექვსმეტი ათას ოცდაათი) ლარი;

ი) მარტვილის მუნიციპალიტეტს – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის  შესაბამისად, ვანის, ბაღდათისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი