დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1404 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021815 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1404
2016 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
ა) მოწონებულ იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 13 ივლისის №13/07/03 განკარგულება;
ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაცია.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები