დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სესხის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2036 განკარგულებით მოწონებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1387 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021806 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1387
2016 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სესხის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2036 განკარგულებით მოწონებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №458 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სესხის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №2036 განკარგულებით გათვალისწინებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები