მძლეოსნობაში ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

  • Word
მძლეოსნობაში ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021794
  • Word
1382
08/07/2016
ვებგვერდი, 27/07/2016
000000000.00.003.021794
მძლეოსნობაში ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1382

2016 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

მძლეოსნობაში ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში კოსოვოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებების შესახებ

1 . „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის თანახმად, მძლეოსნობაში ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში (ქ. თბილისი, 2016 წლის 14-17 ივლისი) მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2016 წლის 12-19 ივლისის პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცეთ აღნიშნული ჩემპიონატის მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს (სპორტსმენები, მწრთვნელი და დელეგაციის ხელმძღვანელი).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სიის შესაბამისად .

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი მძლეოსნობაში ევროპის 2016 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობა არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი