სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word
სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1375
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021787
  • Word
1375
07/07/2016
ვებგვერდი, 27/07/2016
000000000.00.003.021787
სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1375

2016 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზამ“ 4 ერთეული ელექტრომატარებლის დაზღვევის მომსახურების (რომელიც გულისხმობს ქონების/მატარებლების ყოველგვარი რისკის დაზღვევას, ტერორიზმის საფრთხის დაზღვევას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის (third party liability) დაზღვევას) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით (მათ შორის, ნასესხები), შემდეგი არსებითი პირობების გათვალისწინებით:

ა) წლიური სადაზღვევო პრემია ყველა რისკის (ქონება, ტერორიზმი, სამოქალაქო პასუხისმგებლობა) დაზღვევისათვის არ უნდა აღემატებოდეს 318 000 (სამას თვრამეტი ათასი) აშშ დოლარს;

ბ) სადაზღვევო მომსახურების ვადა ამ კონკრეტული შესყიდვისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;

გ) მზღვეველი ან გადამზღვეველი უნდა იყოს მინიმუმ A რეიტინგის მქონე დაწესებულება;

დ) სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს მოცემული მომენტისათვის, სს „საქართველოს რკინიგზასა“ და Credit Suisse-ს შორის 2016 წლის 28 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გასასტუმრებელი სესხის მინიმუმ 120 %-ს;

ე) დაზღვევის პირობები (მათ შორის და არა მხოლოდ, არაანაზღაურებადი ფრანშიზა, გამონაკლისები და ა.შ.) წინასწარ უნდა შეთანხმდეს Credit Suisse AG-სთან.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი