ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021785
  • Word
1373
07/07/2016
ვებგვერდი, 27/07/2016
000000000.00.003.021785
ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1373

2016 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“, „კ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის, ამ განკარგულების დანართში წარმოდგენილი დასაგეგმარებელი ტერიტორიების საორიენტაციო საზღვრებში, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს, ამავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსებული დასაგეგმარებელი ტერიტორიის საზღვრებში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება, მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი

დანართი