„სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.108.016275
24
20/07/2016
ვებგვერდი, 25/07/2016
010250000.35.108.016275
„სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2016 წლის 20 ივლისი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 01/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016160) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 22.

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 15 აგვისტოს ჩათვლით უზრუნველყოს:

ა)  დასახლებების საერთო კრებების განსაზღვრა შემდეგი ინფორმაციის გამოყენებით:

ა.ა) სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება;

ა.ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 500-ს და ნაკლებია 2000-ზე;

ა.გ) თითოეულ დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა.

ბ) საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენების ფორმის და ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;

გ) გამგეობის დებულებაში ცვლილების პროექტის მომზადება, სადაც განისაზღვრება სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ექნება საერთო კრებებთან დაკავშირებული უფლებამოსილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.“.

მუხლი 2
 

   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა