დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „გოტა 21-ს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 14 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1364 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021776 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №136 4
2016 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას , შპს „გოტა 21-ს“ , სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 14 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს შეთანხმების პროექტი, საქართველოს მთავრობას , შპს „გოტა 21-ს“ , სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და შპს „გოტა 21-ს“ შორის დასადები ხელშეკრულება, „სტორი 1“ ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებისა და საქართველოს მთავრობას, შპს „გოტა 21-ს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 14 ივლისს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, შპს „გოტა 21-ის“ მიერ სამშენებლო საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შპს „გოტა 21-ის“ მიერ წარდგენილი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის (70 000 აშშ დოლარის ოდენობით) დაბრუნება.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტში განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს .
5. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებასა და ამავე განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ .
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები