„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1362
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021774
  • Word
1362
07/07/2016
ვებგვერდი, 27/07/2016
000000000.00.003.021774
„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1362

2016 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცაიშის, რიყეს, აბასთუმნისა და ხეცერას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“;

„თ) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის და ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ჭართლის, ბუჩაანთკარის, ვაშლობის, ზენუბნის, მენესოს, მუგუდას, დოლასქედის, საქერეს, სონდას, ჩიტაურების, ჭალისოფლის, ხამუშასა და ჯუღისის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“.

პრემიერ-მინისტრი                                     გიორგი კვირიკაშვილი