„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.172.016142
28
20/07/2016
ვებგვერდი, 25/07/2016
190020020.35.172.016142
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2016 წლის 20 ივლისი

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N52 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 30/12/2015წ; სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.172.016114) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლი მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 )

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის (გარდა ამ პროგრამის 06 02 06 გათვალისწინებული ქვეპროგრამისა), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა და გაცემის წესს. პროგრამის მიზანია იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ. აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის თანადაფინანსება, რაც ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით.

6.1. ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა) (პროგრამული კოდი 06 02 01)

6.1.1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა შაქრიანი დიაბეტით, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტით, ბრონქული ასთმით, კრონის დაავადებით, ეპილეფსიით, გლაუკომით, ფსორიაზით, სისხლის ქრონიკული დაავადებებით (ლეიკემია, ლიმფომა), ციროზით (გარდა ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში“ ჩართული პირებისა), ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით (დიფუზური ტოქსიური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზი, აუტოიმუნური თირეოდიტი) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (ფქოდ) ართრიტით და ართროზით ხანგრძლივად მოავადე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული მკურნალობის კურსი და მკურნალობა არ/ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ.

6.1.2 ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს საჭიროების შემთხვევაში ასევე დაუფინანსდებათ თანმხლები დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები, სისხლი ან მისი კომპონენტი (პლაზმა, ერითროციტული მასა, თრომბოციტული მასა).

6.1.3 ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა ფინანსდება წლიური 200 (ორასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

6.2. ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02)

6.2.1. პროგრამის მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, ექოსკოპია, სისხლის ან მისი კომპონენტის (პლაზმა, ერითროციტული მასა, თრომბოციტული მასა) გადასხმა.

6.2.2. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 2000 (ორი ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

6.2.3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება.

6.3. ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03)

6.3.1. პროგრამის მოსარგებლეა პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება.

6.3.2 მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

6.4. ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04)

6.4.1. მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური გამოკვლევები ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას მიეკუთვნება და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუწვდომელი რჩება მაშინ, როდესაც მთელი რიგი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

6.4.2. დახმარება გაეწევა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშფაქტურის მიხედვით:

 6.4.2.1. სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 100 000 და ნაკლები) პაციენტებს – 100%-ით;

 6.4.2.2. 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს – 100 %-ით;

 6.4.2.3. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს - 100%-ით.

 6.4.2.4. სხვა დანარჩენ მოსახლეობას – 50%-ით, გარდა მე-6.4.6. პუნქტის ,,6.4.6.5. “ , ,,6.4.6.6. “ და ,,6.4.6.7. “ ქვეპუნქტებისა.

 6.4.3. ქვეპროგრამით განსაზღვრულია (ექიმის დანიშნულებით) ბენეფიციარისთვის რამდენიმე გამოკვლევის დაფინანსება, რომლის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთას) ლარს, გარდა 6.4.6.5. “ , ,,6.4.6.6. “ და ,,6.4.6.7. “ ქვეპუნქტებისა.

 6.4.4. ქვეპროგრამით განსაზღვრული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის ბენეფიციარები, აგრეთვე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გრდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი არ/ან ნაწილობრივ ითვალისწინებს აღნიშნული სადიაგნოსტიკო კვლევის დაფინანსებას.

 6.4.5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება.

 6.4.6.დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები:

 6.4.6.1. კომპიუტერული ტომოგრაფია;

 6.4.6.2.ანგიოგრაფიები;

 6.4.6.3. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;

 6.4.6.4. პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია;

 6.4.6.5.გასტროსკოპია (დაფინანსდება 500 (ხუთასი) ლარიანი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად 100%-ით);

 6.4.6.6. კორონაროგრაფია/ვენტრიკულოგრაფია (დაფინანსდება 500 (ხუთასი) ლარიანი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად 100 %-ით);

 6.4.6.7. ღვიძლის ელასტოგრაფია (დაფინანსდება 500 (ხუთასი) ლარიანი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად 100 %-ით, გარდა ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტებისა, რომელთა FIB4 ქულა არის 1.45-3.25 მაჩვენებლებს შორის“).

 6.5. ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05)

 6.5.1.ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობისათვის ცხვირ-ხახის და შარდ-სასქესო სისტემაზე, ასევე ძვალ-სახსროვან აპარატზე ოპერაციული ჩარევის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 6.5.2. ქვეპროგრამის მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული:

 6.5.2.1. 0-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ტონზილექტომია და ადენოტომია;

 6.5.2.2. პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ნეფროტომია, ნეფრექტომია, პროსტატექტომია, ლითოტროფსია;

 6.5.2.3. პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ძვალ-სახსროვანი აპარატის ტრავმული დაზიანების ოპერაციული მკურნალობა;

6.5.2.4 პაციენტი, რომელიც ავადობის დიაგნოზით საჭიროებს კორონალური არტერიების სტენტირებას.

6.5.3. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხა (თანაგადახდის კუთხით). ამ მუხლის 6.5.2. პუნქტის „6.5.2.3. “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით.

 6.5.4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის ბენეფიციარები, ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი არ/ან ნაწილობრივ ითვალისწინებს აღნიშნული ქირურგიული მკურნალობის დაფინანსებას.

 6.5.5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შემდეგ/საზღვარგარეთ მკურნალობა.

 6.6. C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06)

 6.6.1. ქვეპროგრამა განსაზღვრავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების განხორციელების პირობებს. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს მკურნალობის პროცესში დაავადებულ პირთა ჩართვის ხელშეწყობა. ქ. ამბროლაურში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისათვის (მ.შ. მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის მისაღებად) აუცილებელი, დაავადების სტადიის განსასაზღვრი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 6.6.2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, იძულებით გადაადგილებული პირები და ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ის პირები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ ქ. ამბროლაურში. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები ჩართულნი უნდა იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში.

 6.6.3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

 6.6.3.1. ამ ქვეპროგრამის 6.6.2. პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, რომლებსაც ჩატარებული აქვთ კვლევა C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის შედეგის საფუძველზე), მკურნალობაში ჩართვამდე და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას შემდეგი პრინციპით:

 6.6.3.1.1. ექიმთან ვიზიტი;

 6.6.3.1.2. ანტი HCV სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით;

 6.6.3.1.3. HCV რნმ პოზიტიურ პაციენტებს – სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით;

 6.6.3.1.4.ღვიძლის ელასტოგრაფია (თუ FIB4 ქულა არის 1.45-3.25 მაჩვენებლებს შორის);

 6.6.3.1.5. ღვიძლის ფიბროზის F,F3-F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს ზემოაღნიშნული გამოკვლევების გარდა უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:.

 6.6.3.1.5.1. HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა ხაზოვანი ჰიბრიდიზაციის ან რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით;

 6.6.3.1.5.2. HBsAg, Anti-HBs, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.

 6.6.4. ამ ქვეპროგრამის 6.6.3. პუნქტის ,, 6.6.3.1.“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებები ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 500-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

 6.6.5. ამ ქვეპროგრამის 6.6.3. პუნქტის ,,6.6.3.1.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება პირებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70000-ს, ფინანსდება ღირებულების 30%, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების 70%, 6.6.4. პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე