დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021766 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1354
2016 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან მიმართოს 1 998 (ერთი ათას ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი, 2016 წლის 28 ივნისს თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი) ათათურქის სახელობის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სასტუმროში განთავსების ხარჯების ასანაზღაურებლად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები