დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1350 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021762 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1350
2016 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო), „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს, სამინისტროს მიერ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ქ. თბილისში, დოდაშვილის ქ. 18/22-ში; დიდი დიღმის I მ/რ-ში და კალოუბნის ქ. №22-ში შეძენილ, ასევე ქ. ახალციხეში რუსთაველის №113-სა და ქ. ქუთაისში, დადიანის ქ. №5-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ბინებში, გათბობის სისტემისა და ცხელი წყლით უზრუნველსაყოფად, გაზის დამატებითი წერტილების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რისთვისაც მიმართული იქნება დაახლოებით 27 000.00 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები