საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021754
  • Word
1345
07/07/2016
ვებგვერდი, 27/07/2016
000000000.00.003.021754
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1345

2016 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) 2016 წლის 23 ივნისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო დროებითი ღონისძიებების განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი.

2.    ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის საფუძველზე, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტი გავრცელდეს 2016 წლის 24 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                           გიორგი კვირიკაშვილი