ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული „რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ფინანსური ვალდებულებების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021751
  • Word
1341
07/07/2016
ვებგვერდი, 27/07/2016
000000000.00.003.021751
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული „რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ფინანსური ვალდებულებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1341

2016 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული „რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ფინანსური ვალდებულებების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული „რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ფინანსური ვალდებულებების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“, თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თვითმმართველ ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს შორის 2009 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ფინანსური ვალდებულებების შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ მომსახურების საკითხი.

3. 2009 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულებით, თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების 2015 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებები გადაეცეს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ და ამ განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე პერიოდზე ამ ვალდებულებებს არ დაერიცხოთ საურავები.

პრემიერ-მინისტრი                  გიორგი კვირიკაშვილი