დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016267 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/01/2016წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.154.016252) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. |
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6 714.8 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
“. |
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 270.8 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
“. |
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5,311.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
6.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2 026.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 026.1ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
“. |
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -622,8 ათასი ლარის ოდენობით.“. |
9.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 3.6 ათ. ლარის ოდენობით.“. |
10.
მე-16 მუხლის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები“ |
11.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 4.232.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00)“ |
12.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტის სახელწოდებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 2.074.7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) ა.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 632.4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ა.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია – 1.183.8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05)“ |
13.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები – 526.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 0306) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 2015-2016 წლებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი გზების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი ნაგებობების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოების და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.“ . |
14.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 736,1 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 05 00)“ |
15.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტის სახელწოდებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 558,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02) ბ.ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება – 39.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 )“ |
16.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 236,2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00)“ |
17.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა – 174.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02)“ |
18.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტის სახელწოდებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„ბ.ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები – 116.1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ბ.დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა – 0,0 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01)“ |
19.
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები