დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016299 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ (www.matsne.gov.ge; 29/12/2015წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016280) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
|
ა)
პროგრამის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) მაობლიტირებელი ენდარტერიტის (განგრენის წინა პერიოდი) მედიკამენტური მკურნალობა.“; |
ბ)
პროგრამის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა (გარდა დიალიზისა, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მაობლიტირებელი ენდარტერიტის (განგრენის წინა პერიოდი) მედიკამენტური მკურნალობისა).“; |
გ)
პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს, მეორე პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, რომელთაც ჩატარებული აქვთ კვლევა, „C ჰეპატიტის“ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე) მკურნალობაში ჩართვამდე და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას შემდეგი პრინციპით: ა) ექიმთან ვიზიტი; ბ) ლაბორატორიული კვლევები.“; |
დ)
პროგრამის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის "დ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მიმართვა – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან თანადაფინანსების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);“; |
ე)
პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„მუხლი 61. მაობლიტირებელი ენდარტერიტის (განგრენის წინა პერიოდი) მედიკამენტური მკურნალობა 1. ბენეფიციარს მედიკამენტური მკურნალობა დაუფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა. 2. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიღების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV-100/ა); დ) ცნობა/მიმართვა – რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან თანადაფინანსების ან არდაფინანსების შესახებ; ე) ანგარიშფაქტურა; ვ) ცნობა პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები