დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17-63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016412 |
|
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო (შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი); ითვალისწინებენ რა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სექტორში ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ურთიერთსასარგებლო პირობების საფუძველზე,
თანხმდებიან შემდეგზე: |
მუხლი 1
მხარეებს შორის სოფლის მეურნეობის კვლევისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა განხორციელდება ორივე ქვეყნის მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომლის წევრებს წარმოადგენენ მხარეების სახელმწიფოები. მუხლი 2 1. მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში: 1.1 მეცხოველეობა; 1.2 მემცენარეობა; 1.3 მეთევზეობა და აკვაკულტურა; 1.4 სურსათისა და საკვების უვნებლობა; 1.5 მცენარეთა დაცვა და კარანტინი; 1.6 ვეტერინარია; 1.7 სოფლის განვითარება. 2. წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მხარეებმა ითანამშრომლონ სხვა საერთო ინტერესის მქონე სფეროებშიც. მუხლი 3 არცერთმა მხარემ არ უნდა გაამჟღავნოს მეორე მხარის მიერ ეკონომიკურ, წარმოების, კვლევისა და ტექნოლოგიის საკითხებზე მიწოდებული ინფორმაცია. მუხლი 4 1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ეფექტურად განხორციელების მიზნით მხარეებმა უნდა ჩაატარონ რეგულარული შეხვედრები თანამშრომლობისათვის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრის, პროექტების დაგეგმვისა და შემუშავების და მხარეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით. 2. მხარეებმა უნდა განსაზღვრონ თანამშრომლობის პრაქტიკული ფორმები მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მხარეები მოახდენენ ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი ვიზიტების ინიცირებას. მუხლი 5 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების პერიოდში მხარეები პასუხისმგებელნი არიან საკუთარ ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მხარეების მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი გავლენას არ ახდენს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომელიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებში მათი სახელმწიფოების წევრობიდან. მუხლი 7 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან და განმარტებასა დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკების გზით. მუხლი 8 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება მეორე მხარისათვის ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს, შეწყვეტის შესახებ მიღებული შეტყობინების მიღების დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ. მუხლი 9 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, და ძალაში შედის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-8 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. შესრულებულია 2015 წლის 7 დეკემბერს, ქალაქ სოფიაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები