„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016396
01-30/ნ
28/07/2016
ვებგვერდი, 29/07/2016
470230000.22.035.016396
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01/30/ნ

2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 06/08/2013; 470230000.22.035.016216) დამტკიცებულ №1 დანართში (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის  მე-2 და  21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის მიზნებისათვის პასპორტიზაციის პროცესი გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მიერ დაწესებულების პასპორტიზაციის მონაცემების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ოფიციალური ვებგვერდის (www.moh.gov.ge) ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე, პასპორტიზაციის მოდულში განთავსებას, სპეციალური ფორმებისა (დანართი 1.1 – „დაწესებულების საპასპორტო მონაცემები“, დანართი 1.2 – „პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების საპასპორტო მონაცემები“ და დანართი 1.3 – „დაწესებულების ტიპი“) და ამ წესის შესაბამისად.

21. დანართი 1.1-ს – „დაწესებულების საპასპორტო მონაცემები“ და დანართი 1.3-ს – „დაწესებულების ტიპი“  ავსებს სამედიცინო მომსახურების ყველა მიმწოდებელი. დანართი 1.2 „პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების საპასპორტო მონაცემები“ განეკუთვნება სპეციალურ ფორმას, რომელსაც დამატებით ავსებენ პერინატალური მომსახურების (ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა  სერვისები) მიმწოდებლები.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფორმების  შევსება წარმოებს ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე შესაბამისი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მეშვეობით ახორციელებს ამ დაწესებულების საპასპორტო მონაცემების მართვას ელექტრონულად.“.

3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

მუხლი 5.  ,,დაწესებულების ტიპი“-ს (დანართი 1.3) ფორმის ევსების ინსტრუქცია

1. ფორმის შევსება წარმოებს „სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016  წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანების შესაბამისად. ამასთან, ფორმის შევსებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი ზოგადი წესები: სერვისის მიმწოდებლის მიერ  შევსებულ უნდა იქნეს ყველა  ის  ბლოკი და ველი, რომელიც სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას იძლევა დაწესებულების საქმიანობის თაობაზე, მიუხედავად იმისა, იმეორებს თუ არა იგი დანართი 1.1-ით და/ან დანართი 1.2-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. „დაწესებულების საიდენტიფიკაციო ინფორმაციისა“ და „იურიდიული და ფაქტობრივი მისამართების“ ველები ივსება ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

3. „დაწესებულების  ჯგუფის“ ბლოკში უნდა ამორჩეული იქნეს დაწესებულების ის ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება დაწესებულება (მიეთითება მხოლოდ კოდი). პასუხის შესაძლო ვარიანტებია:

ა) ამბულატორიული დაწესებულება=01;  

ბ) სტაციონარული დაწესებულება=02;

გ) ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება=03;

დ) შინმოვლის დაწესებულება/ბინაზე სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი სუბიექტი=04;

ე) ჰოსპისი=05;

ვ) სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების (რეფერალის) სამსახური=06;

ზ) დამხმარე სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება=07;

თ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორია=08.

4. „დაწესებულების  ტიპი1“-ს ბლოკი განკუთვნილია მხოლოდ ამბულატორიული (ჯგუფი 01) დაწესებულებებისთვის. ამ ბლოკის შევსებისას, ამორჩეული უნდა იქნეს ამბულატორიული დაწესებულების ის ტიპი, რომელსაც მიეკუთვნება დაწესებულება (მიეთითება მხოლოდ კოდი). პასუხის შესაძლო ვარიანტებია:

ა) ოჯახის ექიმის/სოფლის ექიმის ოფისი და საოჯახო მედიცინის/სოფლის ამბულატორიული ცენტრი =a;

ბ) ექიმ-სპეციალისტის კაბინეტი (ოფისი)=b;

გ) სტომატოლოგიური კაბინეტი/კლინიკა=c;

დ) პოლიკლინიკა=d;

ე) დიაგნოსტიკური ცენტრი =e;

ვ) რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი=f;

ზ) სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი დაწესებულება (მ.შ. სამკურნალო ფიზკულტურისა და სპორტული მედიცინის ცენტრი, სპეციალიზებული კაბინეტი, სანატორიუმი)=g;

თ) დიალიზის ცენტრი=h;

ი) დღის სტაციონარი (მ.შ. ენდოსკოპიური, ლითოტრიპსიული, ოფთალმოლოგიური და სხვ. სერვისის მიმწოდებელი) =i;

კ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი =j;

ლ) ნარკოლოგიური ცენტრი =k.

5. „დაწესებულების  ტიპი11“-ს ბლოკი განკუთვნილია მხოლოდ ამბულატორიული ჯგუფის (ჯგუფი 01) გარკვეული ტიპის (a, c და i) დაწესებულებებისთვის. ამ ბლოკის შევსებისას მიეთითება ამბულატორიული დაწესებულების კონკრეტული სახე, მაგალითად, ოჯახის ექიმის ოფისი, სოფლის ექიმის ოფისი, სტომატოლოგიური კაბინეტი, ოფთალმოლოგიური დღის სტაციონარი და სხვა (ეთითება ტექსტურად):

ა) ტიპი „a“ – ოჯახის ექიმის/სოფლის ექიმის ოფისი/საოჯახო მედიცინის ცენტრი/სოფლის ამბულატორიული ცენტრი;

ბ) ტიპი „c“ – სტომატოლოგიური კაბინეტი/კლინიკა;

გ) ტიპი „i“ – დღის სტაციონარი (მ.შ. ენდოსკოპიური დღის სტაციონარი/ლითოტრიპსიული დღის სტაციონარი/ ოფთალმოლოგიური დღის სტაციონარი და სხვ).

6. „დაწესებულების  ტიპი2“-ს ბლოკი განკუთვნილია მხოლოდ სტაციონარული  (ჯგუფი 02) დაწესებულებებისთვის. ამ ბლოკის შევსებისას, პასუხის შესაძლო ვარიანტებია (მიეთითება მხოლოდ კოდი):

ა) არასპეციალიზებული სტაციონარები - ტიპი=A;

ბ) სპეციალიზებული სტაციონარი - ტიპი=B;

გ) შერეული მრავალპროფილიანი სტაციონარი - ტიპი=C;          

დ) სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარი - ტიპი =D.

7. „დაწესებულების  ტიპი3“-ს ბლოკის შევსებისას ტექსტურად უნდა იქნას მითითებული დაწესებულების ის ტიპი, რომელსაც მიეკუთვნება შემდეგი ჯგუფის დაწესებულებები (მაგალითად: ჰოსპისი - რესპირატორული მხარდაჭერის უზრუნველყოფით ან ჰოსპისი - რესპირატორული მხარდაჭერის გარეშე და სხვ.):

ა) ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება (ჯგუფი 03);

ბ) შინმოვლის დაწესებულება/ბინაზე სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი სუბიექტი (ჯგუფი 04);

გ) ჰოსპისი (ჯგუფი 05);

დ) სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების (რეფერალის) სამსახური (ჯგუფი 06);

ე) დამხმარე სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება (ჯგუფი 07);

 ვ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორია (ჯგუფი 08).

8. ,,დაწესებულების  ქვეტიპის“ ბლოკი განკუთვნილია მხოლოდ სტაციონარული (ჯგუფი 02) არასპეციალიზებული (ტიპი A) და სპეციალიზებული (ტიპი B) დაწესებულებებისთვის. ამ ბლოკის შევსებისას, უნდა ამორჩეული იქნეს ის ქვეტიპი, რომელსაც მიეკუთვნება დაწესებულება (მიეთითება მხოლოდ კოდი):

ა) არასპეციალიზებული სტაციონარებისთვის (ტიპი=A) პასუხის შესაძლო ვარიანტებია:

ა.ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სტაციონარი - ქვეტიპი =AA;

 ა.ბ) საბაზისო სტაციონარი – ქვეტიპი=AB;

 ა.გ) მრავალპროფილიანი სტაციონარი – ქვეტიპი=AC;

ა.დ) პედიატრიული მრავალპროფილიანი სტაციონარი – ქვეტიპი =AC1;

ა.ე) რეფერალური მრავალპროფილიანი სტაციონარი –  ქვეტიპი=AD;

ა.ვ) პედიატრიული რეფერალური მრავალპროფილიანი სტაციონარი – ქვეტიპი=AD1;

 ა.ზ) საუნივერსიტეტო სტაციონარი - ქვეტიპი=AE;

ბ) სპეციალიზებული სტაციონარებისთვის (ტიპი=B) პასუხის შესაძლო ვარიანტებია (მიეთითება მხოლოდ კოდი):

ბ.ა) ფსიქიატრიული სტაციონარი – ქვეტიპი=BF;

ბ.ბ) ნარკოლოგიური სტაციონარი – ქვეტიპი =BN;

ბ.გ) ფთიზიატრიული სტაციონარი – ქვეტიპი =BTb;

ბ.დ) სამეანო-გინეკოლოგიური სტაციონარი – ქვეტიპი =BOb&G;

ბ.ე) უროლოგიური სტაციონარი – ქვეტიპი =BUr;

ბ.ვ) ინფექციური  სტაციონარი – ქვეტიპი =BInf;

ბ.ზ) ონკოლოგიური სტაციონარი – ქვეტიპი=BOnk;

ბ.თ) კარდიოლოგიური სტაციონარი – ქვეტიპი =BCor;

ბ.ი) პედიატრიული სტაციონარი –  ქვეტიპი =BPed;

ბ.კ) სხვა სპეციალიზებული სტაციონარი – ქვეტიპი BX.

9. ,,დაწესებულების  ქვეტიპი1“-ის ბლოკი განკუთვნილია მხოლოდ სტაციონარული (ჯგუფი 02) სპეციალიზებული (ტიპი B) სხვა სპეციალიზებული სტაციონარების ქვეტიპისათვის (BX). ამ ბლოკის შევსებისას, სხვა სპეციალიზებული სტაციონარის შემთხვევაში, მიეთითება კონკრეტული პროფილი (მაგალითად: ოტორინოლარინგოლოგიური სტაციონარი და სხვ.) (ეთითება ტექსტურად).

10. „დაწესებულების საბაზისო სერვისების დონეების“ ბლოკი განკუთვნილია მხოლოდ სტაციონარული ჯგუფის (ჯგუფი 02) არასპეციალიზებული  (ტიპი A), ასევე, კარდიოლოგიური, ქირურგიული, ნევროლოგიური პროფილის სპეციალიზებული  (ტიპი B) და შერეული მრავალპროფილიანი სტაციონარებისათვის (ტიპი „C“) (შერეული მრავალპროფილიანი სტაციონარების მიერ საბაზისო სერვისების განხორციელების შემთხვევაში). მისი შევსება ხდება შესაბამისი საბაზისო სერვისის დონის შერჩევით და მითითებით (მიეთითება მხოლოდ კოდი):

ა) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოვლის დონე: EmergI, Emerg II, Emerg III, Emerg IV;

ბ) ტრავმის/დაზიანების მართვის დონე: TrI, Tr II, Tr III, Tr IV;

გ) ქირურგიული სერვისების (ოპერაციების კატეგორიების მიხედვით) დონე: SurgI, Surg II, Surg III;

დ) პერინატალური მოვლის დონე: Per - I, Per II, Per III;

 ე) ინტენსიური მოვლის დონე: ICUI, ICU II, ICU III;

ვ) კარდიოლოგიური სერვისის დონე: CorI, Cor II, Cor III;

ზ) ნევროლოგიური სერვისის დონე: NeurI, Neur II, Neur III.

11. ბლოკი „დაწესებულების ფორმულა“ განკუთვნილია მხოლოდ სტაციონარული ჯგუფის (ჯგუფი 02) არასპეციალიზებული დაწესებულებებისათვის (ტიპი A). ბლოკის შევსებისას მიეთითება დაწესებულების ფორმულა საბაზისო სერვისის შესაბამისი დონის მიხედვით, სათანადო კოდირების სისტემის გამოყენებით (მაგალითად: EmergI+ TrI; EmergII+ TrII+SurgI+ICUI+PerI+ CorI +NeurI და სხვ.).“.

მუხლი 2
ბრძანებას დაემატოს დანართი №1.3 - ,,დაწესებულების ტიპი“  თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დანართი №1.3 – „დაწესებულების ტიპი“ შევსება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.moh.gov.ge) ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე, პასპორტიზაციის მოდულში განთავსება 2016 წლის 15 სექტემბრამდე.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო




დანართი №1.3

დაწესებულების ტიპი

 

დაწესებულების მონაცემები

განმარტება

დაწესებულების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია:

 

 

საიდენტიფიკაციო კოდი

 

ეთითება დაწესებულების საიდენტიფიკაციო კოდი

დაწესებულების დასახელება

 

  

ეთითება დაწესებულების სრული დასახელება

დაწესებულების სტატუსი

 

,,ფუნქციონირებს", ,, მუდმივად შეწყვეტილია" ან ,,დროებით შეჩერებულია"
,,ფუნქციონირებს" =1
,, მუდმივად შეწყვეტილია"=2 ,,დროებით შეჩერებულია"=3

სანებართვო მოწმობის ნომერი

 

 ეთითება ციფრებით და ტექსტურად (იწერება როგორც სიმბოლოები, ასევე ციფრები)

 

სალიცენზიო მოწმობის ნომერი

 

ეთითება ციფრებით და ტექსტურად (იწერება როგორც სიმბოლოები, ასევე ციფრები)

შეტყობინება

 

 

დაწესებულების ხელმძღვანელი/პასუხისმგებელი პირი:

 

 

დაწესებულების ხელმძღვანელი/პასუხისმგებელი პირი სახელი, გვარი

 

 

დაწესებულების ხელმძღვანელი/პასუხისმგებელი პირის პირადი  ნომერი

 

 

დაწესებულების ხელმძღვანელი/პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

ფაქტობრივი მისამართი:

 

 

რეგიონი

 

ეთითება კოდი, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია სამინისტროს მიერ

მუნიციპალიტეტი

 

დასახლებული პუნქტი

 

ეთითება ტექსტურად

 

მისამართი

 

ეთითება ტექსტურად

 

იურიდიული მისამართი:

 

 

რეგიონი

 

ეთითება ტექსტურად

 

მისამართი

 

ეთითება ტექსტურად

 

დაწესებულების ჯგუფი

(მიეთითება მხოლოდ კოდი)

 

 

პასუხის შესაძლო ვარიანტებია (მიეთითება მხოლოდ კოდი):

ამბულატორიული დაწესებულება=01;  სტაციონარული დაწესებულება=02; ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება=03; შინმოვლის დაწესებულება/ბინაზე სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი სუბიექტი=04; ჰოსპისი=05; სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების (რეფერალის) სამსახური=06; დამხმარე სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება=07; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორია=08 

დაწესებულების ტიპი1

(განკუთვნილია მხოლოდ ამბულატორიული (ჯგუფი 01) დაწესებულებებისთვის)

(მიეთითება მხოლოდ კოდი)

 

 

პასუხის შესაძლო ვარიანტებია (მიეთითება მხოლოდ კოდი):

ოჯახის ექიმის/სოფლის ექიმის ოფისი და საოჯახო მედიცინის/სოფლის ამბულატორიული ცენტრი =a;

ექიმ-სპეციალისტის კაბინეტი (ოფისი)=b;

სტომატოლოგიური კაბინეტი/კლინიკა=c;

პოლიკლინიკა=d;

დიაგნოსტიკური ცენტრი =e;

რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი=f;

სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი დაწესებულება (მ.შ. სამკურნალო ფიზკულტურისა და სპორტული მედიცინის ცენტრი, სპეციალიზებული კაბინეტი, სანატორიუმი) =g;

დიალიზის ცენტრი =h;

დღის სტაციონარი (მ.შ. ენდოსკოპიური, ლითოტრიპსიული, ოფთალმოლოგიური და სხვ. სერვისის მიმწოდებელი) =i;

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი =j;

ნარკოლოგიური ცენტრი =k.

დაწესებულების ტიპი11

(განკუთვნილია მხოლოდ ამბულატორიული (ჯგუფი 01) გარკვეული ტიპის (a, c და i) დაწესებულებებისთვის:

ა) ტიპი „a“ - ოჯახის ექიმის/სოფლის ექიმის ოფისი/საოჯახო მედიცინის ცენტრი/სოფლის ამბულატორიული ცენტრი;

 ბ)ტიპი „c“ - სტომატოლოგიური კაბინეტი/კლინიკა;

 

გ) ტიპი „i“ - დღის სტაციონარი (მ.შ. ენდოსკოპიური დღის სტაციონარი/ლითოტრიპსიული დღის სტაციონარი/ ოფთალმოლოგიური დღის სტაციონარი და სხვ).

 

(ეთითება ტექსტურად)

 

ტექსტურად ეთითება ამბულატორიული დაწესებულების კონკრეტული სახე, მაგალითად, ოჯახის ექიმის ოფისი, სოფლის ექიმის ოფისი, სტომატოლოგიური კაბინეტი, ოფთალმოლოგიური დღის სტაციონარი და სხვა.

დაწესებულების ტიპი2

(განკუთვნილია მხოლოდ  სტაციონარული (ჯგუფი 02) დაწესებულებებისთვის)

(მიეთითება მხოლოდ კოდი)

 

 

პასუხის შესაძლო ვარიანტებია (მიეთითება მხოლოდ კოდი):

არასპეციალიზებული სტაციონარები - ტიპი=A;

სპეციალიზებული სტაციონარი - ტიპი=B;

შერეული მრავალპროფილიანი სტაციონარი - ტიპი=C;           სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარი - ტიპი =D.

დაწესებულების ტიპი3

(განკუთვნილია მხოლოდ დაწესებულებების შემდეგი ჯგუფებისთვის: ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება(ჯგუფი 03), შინმოვლის დაწესებულება/ბინაზე სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი სუბიექტი (ჯგუფი 04), ჰოსპისი (ჯგუფი 05), სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების (რეფერალის) სამსახური (ჯგუფი 06), დამხმარე სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება (ჯგუფი 07), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორია (ჯგუფი 08))

(ეთითება ტექსტურად)

 

 

ტექსტურად ეთითება დაწესებულების კონკრეტული ტიპი, მაგალითად: ჰოსპისი - რესპირატორული მხარდაჭერის უზრუნველყოფით ან ჰოსპისი - რესპირატორული მხარდაჭერის გარეშე და სხვ.

დაწესებულების ქვეტიპი

(განკუთვნილია მხოლოდ სტაციონარული (ჯგუფი 02) არასპეციალიზებული (ტიპი A) და სპეციალიზებული (ტიპი B) დაწესებულებებისთვის)

(მიეთითება მხოლოდ კოდი)

 

არასპეციალიზებული სტაციონარებისთვის (ტიპი=A) პასუხის შესაძლო ვარიანტებია (მიეთითება მხოლოდ კოდი):

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სტაციონარი - ქვეტიპი =AA;

საბაზისო სტაციონარი - ქვეტიპი=AB;

მრავალპროფილიანი სტაციონარი - ქვეტიპი=AC;

პედიატრიული მრავალპროფილიანი სტაციონარი - ქვეტიპი =AC1;

რეფერალური მრავალპროფილიანი სტაციონარი - ქვეტიპი=AD;

პედიატრიული რეფერალური მრავალპროფილიანი სტაციონარი -           ქვეტიპი=AD1;

საუნივერსიტეტო სტაციონარი - ქვეტიპი=AE.

სპეციალიზებული სტაციონარებისთვის (ტიპი=B) პასუხის შესაძლო ვარიანტებია

(მიეთითება მხოლოდ კოდი):

ფსიქიატრიული სტაციონარი - ქვეტიპი=BF;

ნარკოლოგიური სტაციონარი - ქვეტიპი =BN;

ფთიზიატრიული სტაციონარი - ქვეტიპი =BTb;

სამეანო-გინეკოლოგიური სტაციონარი - ქვეტიპი =Bob&G;

უროლოგიური სტაციონარი - ქვეტიპი =Bur;

ინფექციური  სტაციონარი - ქვეტიპი =BInf ;

ონკოლოგიური სტაციონარი - ქვეტიპი=BOnk;

კარდიოლოგიური სტაციონარი - ქვეტიპი =BCor;

პედიატრიული სტაციონარი - ქვეტიპი =BPed;

სხვა -BX

დაწესებულების ქვეტიპი1

(განკუთვნილია მხოლოდ სტაციონარული (ჯგუფი 02)  სპეციალიზებული (ტიპი B) ქვეტიპი BX დაწესებულებებისთვის)

 (ეთითება ტექსტურად)

 

ტექსტურად ეთითება, სხვა სპეციალიზებული სტაციონარის (BX) კონკრეტული პროფილი მაგალითად: ოტორინოლარინგოლოგიური სტაციონარი და სხვ.

დაწესებულების საბაზისო სერვისების დონეები (განკუთვნილია მხოლოდ სტაციონარული ჯგუფის (ჯგუფი 02):  არასპეციალიზებული  (ტიპი A), ასევე, კარდიოლოგიური, ქირურგიული, ნევროლოგიური პროფილის სპეციალიზებული  (ტიპი B) და შერეული მრავალპროფილიანი სტაციონარებისათვის (ტიპი „C“)):

 

 

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოვლის დონე  ( Emerg – I, II, III, IV)

 

 

ეთითება მხოლოდ კოდი (სიმბოლოები და ციფრები)

 

ტრავმის/დაზიანების მართვის დონე (Tr– I, II, III, IV)

 

 

ეთითება მხოლოდ კოდი

(სიმბოლოები და ციფრები)

ქირურგიული სერვისების (ოპერაციების კატეგორიების მიხედვით) დონე (Surg – I, II, III)

 

 

ეთითება მხოლოდ კოდი

(სიმბოლოები და ციფრები)

პერინატალური მოვლის დონე (Per - I, II, III)

 

 

ეთითება მხოლოდ კოდი

(სიმბოლოები და ციფრები)

ინტენსიური მოვლის დონე (ICU - I, II, III)

 

 

ეთითება მხოლოდ კოდი

(სიმბოლოები და ციფრები)

კარდიოლოგიური სერვისის დონე (Cor - I, II, III)

 

 

ეთითება მხოლოდ კოდი

(სიმბოლოები და ციფრები)

 

ნევროლოგიური სერვისის დონე  (Neur - I, II, III)

 

 

ეთითება მხოლოდ კოდი

(სიმბოლოები და ციფრები)

დაწესებულების ფორმულა (განკუთვნილია მხოლოდ სტაციონარული  (ჯგუფი 02) არასპეციალიზებული დაწესებულებებისათვის (ტიპი A))

 

შევსებისას მიეთითება დაწესებულების ფორმულა საბაზისო სერვისის შესაბამისი დონის მიხედვით, სათანადო კოდირების სისტემის გამოყენებით (მაგალითად ,EmergI+ TrI;

EmergII+ TrII+SurgI+ICUI+PerI+ CorI +NeurI და სხვ.).