„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.019397
332
18/07/2016
ვებგვერდი, 21/07/2016
290160000.10.003.019397
„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №332

2016 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

„ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2012  წლის 7 მაისის №165 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/05/2012, 290160000.10.003.016838) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართი („სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონი საინვესტიციო ვალდებულებით, ინვესტორები, საინვესტიციო მოცულობები და ინვესტიციის განხორციელების ვადები“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.  
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

„დანართი №5   

სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონი საინვესტიციო ვალდებულებით, ინვესტორები, საინვესტიციო მოცულობები და ინვესტიციის განხორციელების ვადები

სამედიცინო (სადაზღვევო) რაიონი

ინვესტორი

მინიმალური საწოლფონდი

დასრულების

ვადა

1

ხარაგაული

შპს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“

5

01.09.2013

2

ახალციხე

სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“

50

01.12.2013

3

ნინოწმინდა

სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“

25

01.09.2013

4

ყაზბეგი (გუდაური)

სს „სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტი

01.09.2013

5

ლანჩხუთი

შპს „სადაზღვევო კომპანია ალფა“

20

01.09.2013

6

ჩოხატაური

შპს „სადაზღვევო კომპანია ალფა“

5

01.09.2013

7

დედოფლისწყარო

სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი

სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“

15

01.09.2013

8

ქარელი

შპს „სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფი“

20

01.09.2013

9

ვანი

სს „სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“

5

01.09.2013

10

ასპინძა

სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“

5

01.09.2013

11

ლენტეხი

შპს „სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფი“

5

01.09.2013

12

ახალქალაქი

სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალი“

35

01.09.2013.

შენიშვნა:  

კომპანია

ნაკისრი ვალდებულება

ახალი/მოდიფიცირებული ვალდებულება

შპს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“

ხარაგაულში

5-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა,

2013 წლის 1 სექტემბრამდე

•          შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ გარდაბნის 25-საწოლიან სამედიცინო ცენტრში 3 დამატებითი ინტენსიური თერაპიის  ან  სარეანიმაციო საწოლის შექმნა,  თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებში მოქმედი შესაბამისი სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვიდან 18 თვის ვადაში; აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე უარის თქმის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო განისაზღვროს

 3 000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა;

•          შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის 25-საწოლიან სამედიცინო ცენტრში 12 დამატებითი ინტენსიური თერაპიის ან  სარეანიმაციო საწოლის შექმნა, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებში  მოქმედი შესაბამისი სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვიდან 18 თვის ვადაში; აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე უარის თქმის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს 60 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო განისაზღვროს 3 000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 60 000 ლარისა;

•         შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ჭიათურის 25-საწოლიან სამედიცინო ცენტრში 10 დამატებითი საწოლის შექმნა, მ.შ.  3 ინტენსიური თერაპიის ან სარეანიმაციო, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებში  მოქმედი შესაბამისი სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვიდან 18 თვის ვადაში; აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე უარის თქმის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს 60 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო განისაზღვროს 3 000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 60 000 ლარისა;

•        ჭიათურაში ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის შექმნა, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებში მოქმედი შესაბამისი სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვიდან 18 თვის ვადაში; აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე უარის თქმის შემთხვევაში,  პირგასამტეხლო განისაზღვროს 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო განისაზღვროს 3 000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარისა

სს „სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“

ვანში

5-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა,

2013 წლის 1 სექტემბრამდე

•  აღნიშნული ვალდებულება რჩება ძალაში, შესრულების ახალი ვადით (ყაზბეგის, თიანეთისა და ბორჯომის (დაბა ბაკურიანი) მუნიციპალიტეტებში მოქმედი შესაბამისი სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვიდან 12 თვის ვადაში)

ყაზბეგში (გუდაური) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტის მშენებლობა, 2013 წლის 1 სექტემბრამდე

•   ვანში შესაქმნელი სამედიცინო ცენტრის სიმძლავრეს დაემატოს 4 (მათ შორის, 1- ინფექციური)  საწოლის შექმნა  (შედეგად, სულ ვანში - სამედიცინო ცენტრი 9 საწოლზე) ყაზბეგის, თიანეთისა და ბორჯომის (დაბა ბაკურიანი) მუნიციპალიტეტებში მოქმედი შესაბამისი სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვიდან 12 თვის ვადაში; აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე უარის თქმის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს 125 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო განისაზღვროს 3 000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 125 000 ლარისა;

•   შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამტრედიის 32-საწოლიან სამედიცინო ცენტრში 8 დამატებითი ინტენსიური თერაპიის ან სარეანიმაციო საწოლის შექმნა, ყაზბეგის, თიანეთისა და ბორჯომის (დაბა ბაკურიანი) მუნიციპალიტეტებში მოქმედი შესაბამისი სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვიდან 6 თვის ვადაში; აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე უარის თქმის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო განისაზღვროს 3 000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა;

შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს 15-საწოლიან სამედიცინო ცენტრში 5 დამატებითი საწოლის შექმნა, ყაზბეგის, თიანეთისა და ბორჯომის (დაბა ბაკურიანი) მუნიციპალიტეტებში მოქმედი შესაბამისი სამედიცინო ცენტრების სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვიდან 18 თვის ვადაში; აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე უარის თქმის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესრულების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლო განისაზღვროს 3 000 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა. ამასთან, აღნიშნული დამატებითი 5 საწოლი განიხილება შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ საგარეჯოში ქონებების გაცვლისათვის ნაკისრი 15 დამატებითი საწოლის შექმნის ვალდებულებისაგან დამოუკიდებლად 

შპს „სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფი“

ქარელში

20-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა,

2013 წლის 1 სექტემბრამდე

•  აღნიშნული ვალდებულება რჩება ძალაში, შესრულების ახალი ვადით (კომპანიისათვის შესაბამისი ქონების პრივატიზების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემიდან 3 წლის ვადაში)

ლენტეხში

5-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა,

 2013 წლის 1 სექტემბრამდე

•  ქარელში შესაქმნელი სამედიცინო ცენტრის სიმძლავრეზე 10 დამატებითი საწოლის შექმნა. შედეგად, სულ ქარელში უნდა შეიქმნას  სამედიცინო ცენტრი არანაკლებ 30 საწოლზე, კომპანიისათვის შესაბამისი ქონების პრივატიზების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემიდან 3 წლის ვადაში. ახალი/მოდიფიცირებული ვალდებულების (ქარელში 30-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა,  კომპანიისათვის შესაბამისი ქონების პრივატიზების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემიდან 3 წლის ვადაში) შესრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე  უარის თქმის შემთხვევაში, კომპანიას დაეკისროს პირგასამტეხლოს  გადახდა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს 3 000 ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს  1 მილიონი ლარისა.

სს „სადაზღვევო კომპანია

 „ალდაგი“ (როგორც სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალის“ უფლებამონაცვლე)

ახალციხეში

  50-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა, 2013 წლის 1 დეკემბრამდე

ახალციხეში

70-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა, აღნიშნულის თაობაზე შესაბამის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანიდან ერთი კალენდარული წლის ვადაში

ახალქალაქში

35-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა, 2013 წლის 1 სექტემბრამდე

ახალქალაქში

45-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა, აღნიშნულის თაობაზე შესაბამის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანიდან ერთი კალენდარული წლის ვადაში

ნინოწმინდაში

25 -საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა, 2013 წლის 1 სექტემბრამდე

ნინოწმინდაში 11-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა, აღნიშნულის თაობაზე შესაბამის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანიდან ერთი კალენდარული წლის ვადაში

მოდიფიცირებული ვალდებულე(ბე)ბის შესრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე  უარის თქმის შემთხვევაში, კომპანიას დაეკისროს პირგასამტეხლოს 

გადახდა 500 000 ლარის ოდენობით, თითოეული სამედიცინო ცენტრის შექმნის ვალდებულების (თუნდაც ერთ-ერთის) შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს 3 000 ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარისა

ასპინძაში

5-საწოლიანი სამედიცინო ცენტრის შექმნა, 2013 წლის 1 სექტემბრამდე

აღნიშნული ვალდებულება რჩება ძალაში და შესრულდება შპს „უნიმედი სამცხეს“ მიერ. სამედიცინო ცენტრის შექმნის/რეაბილიტაციისა და ფუნქციონირების დაწყების  ვალდებულების შესრულების ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2016 წლის პირველი  მაისი. 3 თვის განმავლობაში,  სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ქონების ვერ მოძიების ან მოძიებულ ქონებაზე კომპანიის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია,  თვითონ მოიძიოს შესაბამისი უძრავი ქონება მომდევნო 3 თვის ვადაში.

მოდიფიცირებული ვალდებულე(ბე)ბის შესრულებაზე შესრულების ვადის დადგომამდე  უარის თქმის შემთხვევაში, კომპანიას დაეკისროს პირგასამტეხლოს 

გადახდა 500 000 ლარის ოდენობით, სამედიცინო ცენტრის შექმნის ვალდებულების 

შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვროს 3 000 ლარის ოდენობით,  ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს 500 000 ლარისა.“.