დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 330 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019395 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/07/2016 - 26/03/2019)
|
საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესი.
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის განახორციელოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტის კორექტირება, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 20 ივნისის №153 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1
1. ეს წესი არეგულირებს საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს საზღვარგარეთ გარდაცვლილ იმ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების საკითხს, რომელთა გარდაცვალების ფაქტი დადგა 2016 წლის პირველი მარტის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტისათვის, საქართველოს მთავრობის მიერ უკვე მიღებულია საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების შესახებ გადაწყვეტილება. მუხლი 2 ამ წესის მიზნებისათვის: ა) საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრად ითვლება გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის მეუღლე, შვილი, მშობელი, და ან ძმა; ბ) საქართველოს მოქალაქედ განიხილება პირი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი. მუხლი 3 1. საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გარდაცვალებისას გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას, საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, მიმართა საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრმა; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას მიმართა ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, საზღვარგარეთ გარდაცვლილი იმ საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, რომელსაც არ ჰყავს ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრი. 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები, როდესაც განმცხადებელი ოჯახის წევრი წარმოადგენს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის დეკლარანტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და მისი ოჯახის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 100 000 ლარს. მუხლი 4 1. ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი ან დაინტერესებული პირი მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები: ა) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ასლი; ბ) საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის შესაბამისი ოჯახის წევრის ან დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი დამკრძალავი ბიუროს მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა, საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ზუსტი ოდენობის მითითებით; დ) ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამისი დამკრძალავი ბიუროს საბანკო რეკვიზიტები; ე) ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ოჯახის წევრის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება, თუ გარდაცვლილი არის: ე.ა) მეუღლე – ქორწინების მოწმობა ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.ბ) შვილი – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.გ) მშობელი – განმცხადებლის დაბადების მოწმობა ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი; ე.დ) და/ძმა – განმცხადებლისა და გარდაცვლილის დაბადების მოწმობა ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი. 2. საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვთ გარდაცვლილის: ა) მეუღლეს; ბ) სრულწლოვან შვილს, თუ გარდაცვლილს არ ჰყავს მეუღლე; გ) გარდაცვლილის მშობელს, თუ გარდაცვლილს არ ჰყავს მეუღლე ან სრულწლოვანი შვილი; დ) გარდაცვლილის დას ან ძმას, თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახის წევრი. 3. თუ საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი ან დაინტერესებული პირი იმყოფება იმ სახელმწიფოში, საიდანაც უნდა მოხდეს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენება, ეს პირი უფლებამოსილია, მიმართოს განცხადებით საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას და წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. 4. საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/ საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და სისრულეს ამოწმებს განცხადების მიმღები შესაბამისი ორგანო. 5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას, მიღებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში, უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს განცხადებას თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) განცხადების დაკმაყოფილების შესახებ – თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები შესაბამისობაშია ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან; ბ) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ – თუ განცხადება და თანდართული დოკუმენტები შეუსაბამისობაშია ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება წერილობით დასაბუთებული ფორმით, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. მუხლი 5 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს: ა) საზღვარგარეთ გარდაცვლილი პირის მონაცემებს; ბ) საქართველოში გადმოსვენებისათვის საჭირო ხარჯების ზუსტ ოდენობას; გ) თანხის მიმღები შესაბამისი იურიდიული ან ფიზიკური პირის პირად და საბანკო რეკვიზიტებს. მუხლი 6 1. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ მიიღო ინფორმაცია საზღვარგარეთ ამ წესით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება ერთი სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიც, თავის მხრივ, გონივრულ ვადაში ატყობინებს მიღებულ ცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმირების მიზნით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გონივრულ ვადაში: ა) ატყობინებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პირის გარდაცვალების შესახებ და აღნიშნულის თაობაზე, 2 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის ინფორმაციას აწვდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს; ბ) თუ დაადგენს, რომ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს არ ჰყავს ამ წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრი, აღნიშნულის თაობაზე, 2 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის ინფორმაციას აწვდის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ წესით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განცხადების მიღების შემთხვევაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები