დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.145.016127 |
|
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 10/03/2016; 010250000.35.145.016123) დამტკიცებული №5 დანართი შეიცვალოს ახალი №5 დანართით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №5
|
დევნილი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12)
|
მუხლი 1.
პროგრამის მიზანი |
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სასურსათო და სხვა სახის დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში.
|
მუხლი 2.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები |
1. სასურსათო დახმარების უზრუნველსაყოფად თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალოს:
ა) შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი სასურსათო დახმარების მოცულობას (გადასაცემი სახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით); ბ) დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას; გ) 2017 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ოჯახებისთვის სურსათის მიწოდება. 2. 2016 წელს სოფ. მოხისის დევნილთა ჩასახლებაში, 58 ოჯახს დაუმონტაჟდება ბუნებრივი აირის გამათბობლები.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები